23:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 14:17:59, 1000 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ზურაბიშვილს - როდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია

სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა,- ასე გამოეხმაურა კულურის მინისტრი თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

როგორც, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება, ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში არ იყო დროული.

წულუკიანის განცხადებით, როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე.

„ალბათ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში მოსამართლის პატივისცემა. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს. სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა. როგორც წესი, ერთი იგებს, მეორე აგებს. როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე”,- განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველი მოსამართლე უნდა იყოს ის, ვისაც უნდა ვურტყათ წიხლები?

„მე ეს ძალიან არ მომწონს, არ მომწონდა ეს, როდესაც ვიყავი იქ, სადაც ვმსახურობდი რვა წელი, და რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ახლა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ პოლიციელის პატივისცემას, მივეჩვიოთ პროკურორის პატივისცემას, და რა საკვირველია, მივეჩვიოთ იმას, რომელ თანამდებობაზეც არ უნდა ვმუშაობდეთ, მოსამართლე არის თავისუფალი. მას მხოლოდ ერთი ბატონი ჰყავს, ეს არის კანონი. ამას თუ არ მივეჩვევით, ვერ ავაშენებთ იმ სახელმწიფოს, რომლის აშენებაც ჩვენ ყველას მგონი, გვინდა“, – დასძინა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ 3 წელი და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics