20:41 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 15:44:50, 912 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ სივრცეში ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან შეხვედრა გაიმართება

3 ივნისს, 19:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან, რომელიც კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იქნება ხელოვან სანდრო სულაბერიძის შემოქმედებაზე და „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“ -ის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე „გარე თვალით დამკვირვებელი“.

„სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმაზე და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს -როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი“, რომელიც „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“-ის ფარგლებში 10 მაისს გაიხსნა, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics