|
2022-06-02 12:01:21, 800 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სტოკჰოლმში გამართულ მაღალი დონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„მას შემდეგ, რაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე, საერთაშორისო კონვენციებისა და მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომ ქვეყანამ წარმატებით შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებები“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის მარეგულირებელი ბაზელის, როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მხარეთა კონფერენციაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში მაღალი დონის კონფერენციას და კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ესწრება. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის მარეგულირებელი ბაზელის, როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მხარეთა კონფერენციას მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ესწრება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილების საკითხებში ჯონ კერი. კონფერენცია საშუალებას აძლევს მაღალი დონის მონაწილეებს ინტერაქციული პლატფორმა გამოიყენონ და კონვენციების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო ხედვების გაცვლა მოახდინონ. კონფერენცია ასევე მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის საკითხებისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების მაღალ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას, პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებასა და კონვენციების განხორციელების ხელშეწყობას. კონფერენციის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო გამართულ დისკუსიებში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაღალგანვითარებული ქვეყნების პირველმა პირებმა გაახმოვანეს, რომ აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, გაიზარდოს საერთაშორისო დაფინანსება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით. ნინო თანდილაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს კონვენციების მოთხოვნების შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის პროცესზე ისაუბრა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, ეტაპობრივად დანერგოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა, ხელი შეუწყოს ნარჩენების გადამუშავებას და შეამციროს ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას ნარჩენების მართვის სექტორში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)