00:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 12:01:03, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ნედ პრაისი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს

სამივე ქვეყნის შემთხვევაში, აშშ როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს მათ ევროპულ მისწრაფებებს,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმი, ნედ პრაისმი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პრაისის თქმით, აშშ გააგრძელებს მათ გვერდში დგომას.

„ამ სამივე ქვეყნის შემთხვევაში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა), შეერთებული შტატები - როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ მისწრაფებებს დაევროპულ ამბიციებს.

ჩვენ მათ გვერდით ვიდექით, როცა მათ დამოუკიდებლობის გზაზე გაიარეს იქ, სადაც ახლა არიან, ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას, სანამ ისინი აგრძელებენ ამ გზას“,- განაცხადა პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics