10:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 22:02:06, 1648 ნახვა

ომი უკრაინაში
ლატვიის პრემიერი- ევროკავშირის სანქციები, რაც უფრო მკაცრი იქpნება, მით უფრო მალე დასრულდება ომი

რაც უფრო მკაცრი იქნება ევროკავშირის სანქციები, მით უფრო მალე დასრულდება ომი. - განაცხადა ლატვიის პრემიერმინისტრმა, არტურს კრიშიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ იყოს.

"  რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ადვილია, ზოგიერთებისთვის კი უფრო რთული პორტებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, თუმცა, ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს. რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესება ძალიან კარგია. ეს კიდევ ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დაფინანსება კიდევ უფრო რთული გახდეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics