01:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 01:20:19, 2756 ნახვა

პოლიტიკა
EPP - სამწუხაროა, რომ საქართველომ, დაკარგა ძნელად მოპოვებული დემოკრატიული რწმუნება

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს და არსებულ პრობლემებზე საუბრობს, რომელმაც "გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია"

"ნასამართლობა, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა - მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარების უარყოფა - და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. გამოჩენილი მედიის მენეჯერისთვის ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელი პატიმრობა კი კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის სივრცის შემცირებას.

EPP ყოველთვის იდგა საქართველოს დემოკრატიული გზის და ევროატლანტიკური მომავლის ავანგარდში. სამწუხაროა, რომ საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, დაკარგა ძნელად მოპოვებული დემოკრატიული რწმუნებათა სიგელები და კვლავ აჩენს ეჭვებს მის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. -  ნათქვამია განცხადებაში.

EPP მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართვლოს ხელისუფლებას აკისრებს.

"EPP შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მათი სრული პასუხისმგებლობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე - ასევე, უფრო ფართოდ, რადგან ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ - სერიოზულად ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს" , - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics