01:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 21:08:27, 997 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში, ივანა ფერნანდეს დუარტესთან.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის არსებულ თანამშრომლობას და მიმოიხილეს ქვეყანაში IFC-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები - საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში.

განსაკუთრებით, ხაზი გაესვა კერძო სექტორის განვითარებაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის როლს. 

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ახალ რეგიონულ მენეჯერს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა პოზიტიური მიმართულებით განვითარდება. 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics