21:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 19:12:27, 1112 ნახვა

საზოგადოება
თამარ არჩუაძე საქართველოში AIR FRANCE-ის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე საქართველოსა და უკრაინაში ავიაკომპანია AIR FRANCE-ის გენერალურ მენეჯერ ერიკ ანკონეტისა და APG Georgia-ს დირექტორს, იაკო ხომერიკს შეხვდა, რომელიც საქართველოში AIR FRANCE-ის გენერალური აგენტია .- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე თქმით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ ნაბიჯებსა და ღონისძიებებს, რომელიც საფრანგეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

,,საქართველო ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ავიაბაზარია. 2019 წლიდან თბილისისა და პარიზის მთავარი აეროპორტები ერთმანეთს ჩვენი საშუალებით დაუკავშირდა. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩინდეს ჩვენი ავიაკომპანია თქვენს საქართველოს ავიაბაზარზე,-‘’განაცხადა ერიკ ანკონეტიმ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროპული მიმართულებები და საჰაერო კავშირი ევროპის დედაქალაქებთან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ,,გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი მიმართულებები ჩვენს ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს. ვეძებთ სხვადასხვა საშუალებებს, რომ პირდაპირი საჰაერო გზით კავშირი თბილისსა და ევროპის დედაქალაქებს შორის მაქსიმალურად დაჩქარდეს,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო ავიაკომპანიის მხრიდან, თბილისი-პარიზის მიმართულებაზე შესაძლო სიხშირეების ზრდას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა  AIR FRANCE-ის მენეჯმენტს ტექნიკურ ნაწილში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics