|
2022-05-28 02:31:19, 1279 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტო უარყოფს გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურების შემცირებას
ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვითაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება უმცირდებათ. "საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. ასევე ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სასწრაფო დახმარების ექიმების ხელფასების შემცირების პარალელურად, მხოლოდ მინისტრის და მისი მოადგილის კაბინეტი გარემონტდა რაც ასევე არის სიცრუე და უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები მინისტრის, შეხვედრებისა და თანამშრომელთა სამუშაო ოთახებში ჩატარდა. ასევე ეტაპობრივად მიმდინარებს კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები სამინისტროს სხვადასხვა სართულზე. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სარემონტო სამუშაოები ბოლოს ჩატარდა 2011 წელს, შესაბამისად გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთელ შენობაში იგეგმება კოსმეტიკური რემონტის ჩატარება." - წერია სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)