|
2022-05-27 12:07:58, 1882 ნახვა
პოლიტიკა
„ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი, იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები“ - პატრიარქი ქართულ დიასპორას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს: „ჩვენო საყვარელო სულიერო შილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში... და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს; ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება... გააცნოთ უცხოელთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ. არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც, რომ თითოელი თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ. ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს. , დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას. სამშობლოს თქვენ უყვარხართ. სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით. ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)