07:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 22:20:17, 2544 ნახვა

პოლიტიკა
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გელა თიგიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს გელა თიგიშვილი 50 წლის გახდებოდა
25 მაისს უფროს სერჟანტ გელა თიგიშვილს, რომელიც რუსეთის საავიაციო იერიშის დროს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალთან დაიღუპა - დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გელა თიგიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, მათ სოფელ კოდისწყაროში  გვირგვინებით შეამკეს მისი ბიუსტი და საფლავი.

გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მისი  გადმოსვენება მხოლოდ 4 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი და მშობლიურ სოფელ კოდისწყაროში დაკრძალეს.
გელა თიგიშვილი ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით და „სამშობლოსათვის თავდადებული“-ს  მედლით არის დაჯილდოვებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics