|
2022-05-25 13:19:24, 1791 ნახვა
მსოფლიო
„აბრამოვიჩი ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს“ - ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბი გაყიდა
ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის გაყიდვა დაამტკიცა და განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი გაყიდვით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სახელმწიფო მდივანმა ნადინ დორისის განცხადებით, კლუბის გრძელვადიანი მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი. „იმ სანქციების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ პუტინთან დაკავშირებულ პირებს და უკრაინაში სისხლიანი შეჭრას, კლუბის გრძელვადიანი მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში იქნება უზრუნველყოფილი“,- წერს დორისი Twitter-ზე. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი „უზრუნველყოფენ გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. ცნობისთვის, სამშაბათს, ინგლისის პრემიერ ლიგამ განაცხადა, რომ მისმა საბჭომ დაამტკიცა კლუბის გაყიდვა ჯგუფზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ამერიკელი ბიზნესმენი ტოდ ბოელი. „ჩვენ ვისაუბრეთ შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო ლიცენზიებისთვის და მადლობას ვუხდით მათ თანამშრომლობისთვის”,- განაცხადა სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ გაყიდვამ დაასრულა კლუბზე აბრამოვიჩის მფლობელობის თითქმის ორი ათწლეული. რუს ოლიგარქს ჰქონდა კავშირები კრემლთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები მას შემდეგ, დაუწესა რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)