00:04 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:52:58, 886 ნახვა

საზოგადოება
პეტრე მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისიდან დაიწყება

პეტრე მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით,  მელიქიშვილის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.

„15 ივნისიდან უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი - მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, რადგან აქ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც უნდა მოწესრიგდეს. დედაქალაქში ამ თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, თბილისის მერია ცდილობს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას. ამას  გარკვეული დისკომფორტი ახლავს, რისთვისაც, პირადად მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განახლება და წინსვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დეტალური ინფორმაცია საგზაო მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტის შესახებ მერიის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდება. ასევე, გავრცელდება სატელევიზიო ეთერების საშუალებით. გარდა ამისა, მოსახლეობას ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიეწოდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics