11:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 10:59:17, 2317 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდეტმა რუსეთის აგრესიის მხარდამჭერთა აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუმჯობესებს სანქციების ეფექტურობას ფიზიკური პირების აქტივებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურზი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, კანონი აწესებს სანქციების ახალ ტიპს, ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი აქტივების სახით, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შეუძლიათ განკარგონ. აღნიშნული კანონი უმაღლესმა რადამ 12 მაისს მიიღო.

„სანქცირებული პირების აქტივების იდენტიფიცირებისა და კონფისკაციის პროცედურა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ დამპყრობლების აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, შესაძლებელს გახდის უკრაინის ბიუჯეტის სწრაფად და ეფექტურად შევსებას მტრების ხარჯზე. კანონი ითვალისწინებს მკაფიო მითითებებს. ამ პროცესზე კი შესაბამისი ორგანოებია პასუხისმგებელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ პროცესში იუსტიციის სამინისტროც  ჩაერთვება. ხოლო უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლო ადმინისტრაციულ წარმოებას სახელმწიფო შემოსავალში ქონების აღდგენის სახით განახორციელებს .

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 აპრილს უმაღლესმა რადამ ამ კანონს მხარი დაუჭირა, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თავისი წინადადებებით დაუბრუნა პარლამენტს სხდომათა დარბაზში განსახილველად. შესწორებული კანონის მიღების შემდეგ კი მას ზელენსკიმ მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics