03:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-22 17:23:41, 1899 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა უნებლიედ აიძულა უკრაინა და პოლონეთი დაევიწყებინათ დავა საერთო წარსულზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი სრულმასშტაბიანი შემოჭრით უნებლიედ აიძულა უკრაინა და პოლონეთი დაევიწყებინათ დავა საერთო წარსულზე. ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ახლა დადგა ერთიანობისა და ურთიერთგაგების დრო უკრაინასა და პოლონეთს შორის, რასაც ოდესღაც მრავალი გამოჩენილი ფიგურა მოითხოვდა, დაწყებული რომის პაპი იოანე პავლე II-ით.

"ერთ დღეში გაირკვა, რომ ყველა ამ წინააღმდეგობებს მნიშვნელობა არ აქვს, როცა არის ასეთი საფრთხე. საფრთხე ჩვენი ხალხების გადარჩენისთვის. მე და ანდჟეი ჩვენ ხალხებს შორის რეალური ურთიერთგაგებისკენ ვისწრაფვით, ჩვენ მოვაგვარეთ ეს...ჩვენ ვიცავთ ჩვენთვის საერთო სამყაროს - თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, იმ დროს, როდესაც ვიღაც ბარბაროსობას სჩადის კოსმოსური მასშტაბით. უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთგაგება, მეგობრობა და ძმობა ახალ მასშტაბებს აღწევს. 24 თებერვალს დავიწყეთ ჩვენი საერთო ისტორიის ახალი ტომის წერა. ჩვენი ხალხების ერთიანობა სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს, ის არასოდეს უნდა დაირღვეს მტრობით".- თქვა ზელენსკიმ.“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics