02:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 15:36:25, 1993 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიის საგარეო - საერთაშორისო დიალოგის ყველა პლატფორმიდან მოსკოვის გამორიცხვა არასწორი იქნებოდა

რუსეთის ფედერაციის გამორიცხვას ყველა საერთაშორისო დიალოგიდან არასწორი იქნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, რუსეთის გამორიცხვა სახელმწიფოებს შორის დიალოგს შეუძლებელს გახდის. ამასთან ქვეყნებს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, უნდა შეეძლოთ დიალოგი, ამიტომ საერთაშორისო პლატფორმებიდან ვინმეს გამორიცხვა დიპლომატიის საფრთხედ იქცევა.

„არასწორი იქნებოდა მოსკოვის გამორიცხვა საერთაშორისო დიალოგის ყველა პლატფორმიდან... ავსტრია ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელმაც იცოდა როგორ ელაპარაკო ყველასთან. ვენა არის გაეროს ადგილსამყოფელი - ერთადერთი ევროკავშირში. ეუთო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა რუსებთან და ბელორუსებთან კონტაქტებისთვის, ჩვენი მოლოდინები დაბალი იყო, მაგრამ თუ არის შესაძლებლობა ლიდერთან პირისპირ ვისაუბროთ ომის დანაშაულებებზე, საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, მაშინ ღირს ცდა“.- განაცხადა შალენბერგმა.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ავსტრია ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და არა პოლიტიკურს. შესაბამისად, ქვეყანა მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, რომელიც ევროკავშირმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ავსტრიამ მხარი დაუჭირა სანქციების წინა ხუთ პაკეტს, გარდა ამისა ავსტრიამ ასევე ულტიმატუმი წაუყენა რუსულ გაზპრომს და გამოაცხადა, რომ წაართმევდა მიწისქვეშა საწყობებს ზალცბურგში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics