09:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 20:06:43, 1119 ნახვა

პოლიტიკა
საპატრიარქო - საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას

საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე თქმით, ისინი ამ განცხადებით საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას მიმართავენ.

"  მოხარულნი ვართ, რომ  ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თქვენი ღონისძიება ეძღვნება ძუძუთი კვების პროპაგანდასა და ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდას.

ორივე თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას.

დედის რძე ბავშვისთვის  არის შეუცვლელი  საკვები - მომავალი თაობის სიჯანსაღის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

რაც შეეხება ყმაწვილებში წიგნისადმი დამოკიდებულების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში  სწორად აღზრდისათვის ესეც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენ 6-7 წლის წინ დავიწყეთ წიგნის კითხვის პროპაგანდა და ამ მიზნით არაერთი ღონისძიება  განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" საშუალებით; დღეს ეს თემა უკვე ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამაში სერიოზული წვლილი შეაქვს  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.

მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულ საკითხს სამედიცინო კუთხითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და იგი სწორად აღზრდის შემადგენელ აუცილებელ ნაწილად მიგაჩნიათ.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ხელშემწყობნი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მზრუნველი სხვა ორგანიზაციები.

ღმერთმა დალოცოს ჩვეენი დედები, ჩვენი ბავშვები და მათი ხვალინდელი დღე. " - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics