02:35 - 10 May, 2026
|
2022-05-20 18:53:12, 1439 ნახვა
მსოფლიო
კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
კანადის სანქციების ახალ პაკეტში 14 პირი შედა. მათ შორის არიან რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი სერგეი ბელოზეროვი; ბიზნესმენი ფარხად ახმედოვი (ის მჭიდროდ თანამშრომლობს გაზპრომთან); იგორ კესაევი, კომპანია Mercury ჯგუფის პრეზიდენტი (თამბაქოს გაყიდვები, Dixy-ის მაღაზიათა ქსელი); ანდრეი რიუმინი, როსეტის გამგეობის თავმჯდომარე; ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს რძალი - იულია მატვიენკო. კანადამ მთლიანად აკრძალა რუსეთიდან ბრილიანტის, ალკოჰოლის, თევზისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტი. ქვეყანა აღარ გააგზავნის თამბაქოს, ალკოჰოლს, სამკაულებს და ფუფუნების პროდუქტებს რუსეთში. თებერვლიდან მოყოლებული, თითქმის 800 ფიზიკური და 174 იურიდიული პირი დაექვემდებარა კანადის სანქციებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)