|
2022-05-20 18:02:35, 2523 ნახვა
ომი უკრაინაში
42 ქვეყანა მზადაა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს მხარი დაუჭიროს
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმეზე უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარე უკვე 42 ქვეყანამ დაიკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს. ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის წინაშე. „42-მა სახელმწიფომ დაიჭირა უკრაინის მხარე საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეში და გამოაცხადა ჩვენი სარჩელის შეერთების განზრახვა. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც აირჩიეს ისტორიის სწორი მხარე. ეს არის ჭეშმარიტების, საერთაშორისო სამართლის და სამართლიანობის მხარე. მთლიანობაში, ჩვენ პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენებთ რუსეთის ფედერაციას“,- განაცხადა ზელენკსიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ ტრიბუნალი, რომელიც რუსეთს შეიარაღებული აგრესიის გამო პასუხისმგებელია, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს ფარგლებში შეიქმნება, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს ცალკე სტრუქტურა. მისი თქმით, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ბევრი ქვეყნის შეთანხმება სჭირდება, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებით უნდა დაფორმდეს. „ასეთმა შეთანხმებამ და ასეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებამ უნდა მიიღოს საერთაშორისო მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეა", - განაცხადა მალიუსკამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)