06:25 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 17:48:58, 1104 ნახვა

საზოგადოება
„თიბისისა“ და ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, „თიბისი კონცეპტის“ ბიბლიოთეკაში თიბისისა და ამერიკულ უნივერსიტეტ ვებსტერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ორმხრივი შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების გამართვას. უნივერსიტეტთან ერთად თიბისი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, საჯარო ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს დაგეგმავს და განახორციელებს. ამასთან, მემორანდუმი სხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზებასაც გულისხმობს. 

ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს აშშ-ში დაარსდა და იგი ერთ-ერთი მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია მსოფლიოში.  უნივერსიტეტი აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) -ის მიერ არის აკრედიტებული და მას მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, 50 კამპუსი აქვს. 

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი 2022 წლის 19 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს.

“ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ უნივერსიტეტთან. ვებსტერის უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს და მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან ამ შესაძლებლობებით ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მუდმივი მხარდამჭერისთვის, განათლების გავრცელება და ახალგაზრდების ხელშეწყობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია და მზად ვართ, ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად არაერთი პროექტი თუ ღონისძიება განვახორციელოთ”, — განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტისთვის ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. უნივერსიტეტში მომავალში სხვა პროგრამების დამატებაც იგეგმება. რაც მთავარია, ქართველ თუ უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილობით გააგრძელონ სწავლა ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით. სწავლის დასრულების შემდეგ, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics