09:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 17:30:18, 1372 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლის შენობას, რომელსაც 200 ადამიანი აფარებდა თავს - არის მსხვერპლი

  აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა, მათ შორის ბევრი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინისრეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

გაიდაის თქმით, სამი ზრდასრული დაიღუპა. პოლიცია მოსახლეობის უსაფრთხო თავშესაფარში გადაყვანას ცდილობს.

 "რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლას სევეროდონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქში, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა, მათ შორის ბევრი ბავშვი,  სამი ზრდასრული დაიღუპა და პოლიცია ცდილობს ხალხის სხვა თავშესაფარში გადაყვანას,"- აცხადებს გაიდაი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით,დაახლოებით 11,000 სახლი, რომელთაგან თითქმის 3,000 მაღალსართულიანი შენობა იყო, ლუგანსკში "ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics