|
2022-05-20 11:35:39, 1557 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ეძებს რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენების გზებს
ევროკავშირი ეძებს რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენების გზებს ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ოლიგარქების მილიარდობით აქტივები და დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინის დასაფინანსებლად. „ჩვენი იურისტები ინტენსიურად მუშაობენ უკრაინის აღმშენებლობისთვის ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლო გზების მოძიებაზე. ვფიქრობ, რუსეთმაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი“, - განუცხადა მან ტელეკომპანია ურსულა ფონ დერ ლეინმა. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებთან. „გაწევრიანების პროცესი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იქცევა კანდიდატი და რას აკეთებს. უკრაინას სურს შეუერთდეს ევროკავშირს ნებისმიერ ფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მოტივაციაა საჭირო რეფორმების გასატარებლად.ჩვენ მოგვიწევს უკრაინის რეკონსტრუქციის თანადაფინანსება… აზრი აქვს ერთდროულად მივიღოთ რეფორმები, მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ან კანონის უზენაესობის დამკვიდრება”, - თქვა მან. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გამოავლინა თანხმობა უკრაინის აღდგენისთვის რუსული რეზერვების გამოყენების იდეის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)