|
2022-05-19 21:09:35, 1507 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ნატოში ახალი წევრების გაწევრიანება საფრთხეს არ წარმოადგენს
ნატოში ახალი წევრების გაწევრიანება საფრთხეს არ წარმოადგენს. - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავრცელებს. მისივე თქმით, ფინეთს და შვედეთს აშშ-ს სრული მხარდაჭერა აქვს. " ნატოში ახალი წევრების გაწევრიანება არ არის საფრთხე არცერთი ერისთვის, ეს არასდროს ყოფილა. ფინეთს და შვედეთს აშშ-ს სრული, სრული მხარდაჭერა აქვს. ნატო ყოველთვის გაძლიერდება“ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შედეგად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)