11:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 20:09:13, 1197 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი - 2019 წელს, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი

2019 წელს, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი.  - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას. 

მისივე თქმით, ქართული სასამართლო ყოველთვის არის სამართლიანი.

,,რომელ თემაში არის შეცდომა? თუნდაც, 2017 წელს, როდესაც კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ გამოიტანა ქართულმა სასამართლომ გადაწყვეტილება. შემდგომ სტრასბურგმა შეაჩერა, საქმის რეზონანსიდან გამომდინარე, აღსრულება. ხოლო, 2019 წელს, სტრასბურგმა მიიღო კვლავ გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი, ‘’ - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას. 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, გამოძიება დებს სქემას, რომლის მიხედვით მოხდა ,,რუსთავი 2’’ ბიუჯეტიდან თანხების მითვისება. 

,,მათ მოუპარავთ  ტელევიზია, წაურთმევიათ მესაკუთრისთვის და მედიაზე თავდასხმა რომელია? ფულს რომ მოპარავ მფლობელს, შევარდები და დაუმსხვრევ ყველაფერს, თუ ის, რომ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა. გარდა ამისა, გამოძიება დებს  სქემას, თუ როგორ მოხდა 7 მილიონამდე ლარის აორთქლება. ის, რაც უნდა მიეღო როგორც შემოსავალი ,,რუსთავი 2’’-ს . ,,რუსთავი 2’’ მედია საშუალება არ არის? აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჟურნალისტია, თუ პოლიტიკოსი, ეს არ არის ის გარანტია, რომ მოიპარავს და პასუხს არ აგებს.”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics