|
2022-05-19 17:10:39, 2234 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული წიაღისეული საწვავის გათიშვის 300 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმა წარადგინა
ევროკომისიამ ახალი 300 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმა წარადგინა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის აღმოსაფხვრას ითვალისწინებს. ევროკომისიის განცხადებით, პროცესს დასჭირდება მოკლევადიანი ინვესტიციები წიაღისეული საწვავის ახალ ინფრასტრუქტურაში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ჩანაცვლებისთვის. „პუტინის ომი, როგორც ჩვენ ყველანი ვხედავთ, ძლიერ არღვევს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარს,” - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გეგმას სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ენერგიის დაზოგვა, განახლებადი ენერგიის გაზრდა და ნავთობისა და გაზის ევროპული მიწოდების დივერსიფიკაცია, რომელიც მოიცავს ახალ წინადადებებს ევროკავშირის განახლებადი ენერგიის მიზნის 45%-მდე ამაღლების შესახებ 2030 წლისთვის. „უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, ევროპა გახდეს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი, გაზარდოს თავისი გამძლეობა და სუვერენიტეტი და განაგრძოს მსოფლიოს ლიდერობა კლიმატის კრიზისის წინაშე,” - თქვა ევროკავშირის კლიმატის ხელმძღვანელმა ფრანს ტიმერმანსმა. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, რუსული გაზის მოხმარება 2022 წლის ბოლოსთვის ორი მესამედით შემცირდება, რასაც მაღალჩინოსანის განცხადებით მოჰყვება დამოკიდებულების უფრო ეტაპობრივი, ხაზოვანი შემცირება განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების ასაშენებლად საჭირო დროის გამო. „თუ თქვენ აირჩევთ ამ ხაზს, მხოლოდ არგუმენტის გულისთვის, თქვენ მიაღწევდით დამოუკიდებლობას, დაახლოებით 2026 ან 2027 წელს,” - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)