11:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 16:55:11, 1152 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმი ქართველ კოლეგებთან განვიხილე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მან საქართველოს კოლეგებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების მიზნით დანიშნული რეფერენდუმი განიხილა.

„მოკლედ ვისაუბრეთ“, - განუცხადა კარასინმა რუსულ მედია საშუალება TASS-ს.

„ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, - დასძინა კარასინმა.

13 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა და ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს გაუგზავნა დოკუმენტების პაკეტი რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე. ბიბილოვმა ის 17 ივლისის დანიშნა. და განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად. ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, მაშინ როდესაც მოსკოვი იტყვის, რომ ამის დრო დადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics