02:35 - 10 May, 2026
|
2022-05-19 13:50:50, 949 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთი აცხადებს, რომ დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ თავს ნატოში გაწევრიანებამდე დაესხმებიან
პოლონეთი აცხადებს, რომ დაეხმარება შვედეთსა და ფინეთს, თუ მათ ნატო-ში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკმა პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე დასძინა, რომ ორივე ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვანი სიგნალია. „მე მიმაჩნია შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, როგორც ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვანი სიგნალი. მინდა განვმარტო, რომ შვედეთზე ან ფინეთზე მათი გაწევრიანების (პროცესის) დროს თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს",- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)