|
2022-05-19 11:47:13, 907 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუნდესტაგში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილვის მთავარ საკითხები იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. „მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა გერმანიის და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მკაფიო მხარდაჭერისა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელოვან პროგრესზე და აღნიშნა, საქართველოს მზაობა შემდგომი ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით. ხაზი გაესვა, რომ საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის კონტექსტში, ოფიციალური ბერლინის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს მადლობა გადაუხადა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, გერმანელმა კოლეგებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი იქნება შესაბამისად შეფასებული ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)