01:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 18:11:39, 1023 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს.

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს ტოვებს და მას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის.

თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics