|
2022-05-18 11:47:23, 1451 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლამ რუსეთის მიერ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებას ხელი შეუშალა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედროები 10 კვირის განმავლობაში მარიუპოლის აღებას ცდილობდნენ, უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლამ ოკუპანტებს ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებაში ხელი შეუშალა,- ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დაზვერვის ცნობით, რუსეთის დანაწევრებული ქვედანაყოფები სამხედრო ოპერაციების შეფერხებას იწვევენ. "უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლის დროს რუსეთმა დამატებითი ძალები გამოიყენა. მათ შორის ჩეჩნეთის ათასობით ჯარისკაცი. ისინი უმეტესად მარიუპოლისა და ლუგანსკის ოლქებში არიან გალაგებული. ქვედანაყოფები შედგება როგორც მოხალისეებისგან, ასევე ეროვნული გვარდიის წევრებისგან, რომლებიც, რამზან კადიროვის ერთგული არიან. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი განლაგებულ ჯგუფებს აკონტროლებს, მისი ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში საველე მეთაურის როლს ასრულებდა.განსხვავებული ძალების განლაგება რუსეთის პრობლემებზე მიუთითებს. ამასთან ერთად, დანაწევრებული ქვედანაყოფები რუსეთის ოპერაციების შეფერხებას განაგრძობენ". - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)