2022-05-17 21:13:38, 1639 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული დარტყმები სუმის რეგიონში დაფიქსირდა
ახლა მეტი ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების შესახებ და რუსული დარტყმების შესახებ დაფიქსირდა ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმის რეგიონის ქალაქ ოხტირკაში. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს.
რეგიონის გუბერნატორმა დიმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა, რომ დაზიანებულია შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღი და ეკლესია.
" დაზიანებულია შენობები, მათ შორის საბავშვო ბაღი და ეკლესია, ასვეე ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,