12:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 18:31:32, 1091 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა გვარამიაზე - მოველოდი ამგვარ ისტერიას რადიკალებისა და ენჯეოშნიკებისგან, ზუსტად იგივე ხელწერაა, რაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე

არასოდეს გაგვიხარდება ვინმეს დაჭერა და დაკავება, მაგრამ აქ სულ სხვა რეალობა. აქ არის მოცემულობა, სადაც კონკრეტული დანაშაულებები, რომელიც დაფიქსირდა და რომელიც წარმოადგინა პროკურატურამ, გაიზიარა სასამართლომ და შესაბამისად დადგა ეს შედეგი, - განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ჩვეულებრივი დავა იყო 2 კერძო სუბიექტს შორის და ამას ვამბობდით

„მე მოველოდი ამგვარ ისტერიას ადგილობრივი რადიკალებისგან, მათ შორის გარკვეული ენჯეოშნიკებისგან, გარკვეული ფასიანი ლობისტებისგან და საელჩოების გარკვეული წარმომადგენლებისგანაც. ზუსტად იგივე ხელწერაა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. თუ გაიხსენებთ მაშინაც ამბობდნენ, რომ თურმე სახელმწიფო ართმევს „რუსთავი 2“-ს „ნაციონალურ მოძრაობას“ და გვარამიას, რომ თურმე დიქტატურა მყარდება, დემოკრატია მოკვდა და აპოკალიფსი დაიწყო. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ არ არის ეს სწორი არგუმენტი. დღეს გვაქვს სხვა თავისუფლება. ერთი ტელევიზიის ადგილას შეუძლიათ ერთ საათში გახსნან 5 ან 10. ვინ ინტერესშია ეს? ჩვეულებრივი დავა იყო 2 კერძო სუბიექტს შორის და ამას ვამბობდით. სანამ სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ ბეჭედი არ დაუსვა, მანამდე გვახსოვს ეს ისტერია, ზუსტად ანალოგიურად მსგავსი. შემდეგ უვე ყველა გაჩუმდა, როგორც შიგნით ასევე საგარეო ველზეც“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics