|
2022-05-17 18:07:08, 1000 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რუსულ გაზზე ევროკავშირის ქვეყნები კიდევ დიდხანს ვერ იტყვიან უარს
ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე სრულად უარს ვერ იტყვიან. - ამის შესახენ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, რუსულ ნავთობზწ დაწესებული სანქციებით თვით ევროპა ზარალდება. "ევროპელები აღიარებენ და არც კი მალავენ , რომ მათ არ შეუძლიათ სრულად თქვან უარი რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე და ასევე აშკარაა, რომ ზოგიერთი ევროკავშირის სახელმწიფო, სადაც რუსული ნახშირწყალბადის წვლილი ძალიან მსხვილია, დიდხანს ვერ აიღებენ ხელს ჩვენს ენერგიაზე, რადგან ამით თვითონ დაზარალდებიან". – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)