|
2022-05-17 15:13:55, 1513 ნახვა
ომი უკრაინაში
„განვიხილეთ რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება და სანქციების გამკაცრება“ - ზელენსკი შოლცს ესაუბრა
განვიხილეთ ფრონტზე არსებული სიტუაცია, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაგრძელება, სანქციების გამკაცრება და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივები, - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკი "ტვიტერზე" წერს, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე, გერმანიისგან შემდგომ მხარდაჭერას ელიან. "პროდუქტიული საუბარი წარიმართა ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ ფრონტზე არსებული სიტუაცია, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაგრძელება, სანქციების გამკაცრება და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივები. ჩვენ ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას, განსაკუთრებით, თავდაცვის საკითხში. ველით გერმანიის შემდგომ მხარდაჭერას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე",- წერს ზელენსკი. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)