|
2022-05-17 11:41:31, 932 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების შესაძლებლობებს, რათა მოსახლეობას ის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება. შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, სამწუხაროდ, მსოფლიოში ფასები საწვავზე არის ძალიან მაღალი და გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ აცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გაიმართა და მასში, ვიცე-პრემიერთან ერთად, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ. ლევან დავითაშვილის თქმით, მცირე ქსელების წარმომადგენლებთან განიხილეს საწვავის ბაზარზე არსებული სიტუაცია და პროგნოზები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში გაგრძელდება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. „ასევე ვგეგმავთ მონიტორინგის მასალების გაანალიზებას, რომელიც კონკურენციის სააგენტომ განახორციელა და, საბოლოოდ, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება ტრანსფარენტული და კონკურენტული გარემო" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)