|
2022-05-17 02:28:24, 1300 ნახვა
საზოგადოება
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება 17 მაისს და აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა. 2021 წლის რუკაზე საქართველო ლგბტქი უფლებადაცვითი კუთხით არსებული 27%-იანი კოეფიციენტით, 32-ე ადგილზე იყო, ახლა კი, 25%-იანი ინდექსით, პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა. საქართველოს ყველაზე მაღალი, 53%-იანი კოეფიციენტი თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს კუთხით აქვს, რასაც 50%-იანი შედეგით სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფალი სივრცეებზე ხელმისაწვდომობა მოჰყვება, 26%-იანი კოეფიციენტი გვაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის გამოყენების მიმართულებით, ამას მოსდევს ოჯახური მდგომარეობის მიმართულებით არსებული 11%-იანი ინდექსი და გენდერის სამართლებრივად აღიარების კუთხით არსებული 6%-იანი შედეგი. (WISG) ახალი, მასშტაბური კვლევა — წინარწმენიდან თანასწორობამდე გამოაქვეყნა, რომელიც ლგბტქი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების შესახებ 2016 წლის კვლევის ანალოგიურია და საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გამოკითხვას ემყარება, საზოგადოებრივი განწყობები პოზიტიურად იცვლება. 25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს, ხოლო მსგავს შეზღუდვას მიუღებლად 27,1% თვლის. ამასთან, 20,6%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ლგბტქი თანასწორობის საკითხებზე საუბარი პროპაგანდად მიაჩნიათ. გარდა ამისა, გამოკითხულთა 38,6% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს, 30,7%-ის აზრით, სახელმწიფოს რეაგირება სათანადოა. ისევ მკვეთრად ნეგატიურია საზოგადოების განწყობა აქტივისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა გაუმჯობესება ამ მიმართულებითაც აშკარაა და ნეგატიური განწყობა 20%-ით 56,8%-მდეა შემცირებული. ამასთან, 25,4%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ თუ საზოგადოება ხმამაღლა არ დააფიქსირებს, რომ ჰეტეროსექსუალობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა, ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)