|
2022-05-16 16:51:14, 1192 ნახვა
მსოფლიო
პუტინი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლაზე: პრობლემა ნულიდან იქმნება, ჩვენ ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ
რუსეთის პასუხი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლაზე დამოკიდებული იქნება ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინმა აღნიშნა, რომ გაუთავებელი გაფართოების პოლიტიკის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სცილდება თავის გეოგრაფიულ დანიშნულებას, ვინაიდან ცდილობს უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და გააკონტროლოს საერთაშორისო ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც რა თქმა უნდა მოითხოვს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან „ჩვენ შევხედავთ, თუ რა იქნება ეს დაფუძნებული იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება, ფაქტობრივად, პრობლემა ნულიდან იქმნება, ჩვენ ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა პუტინმა. გარდა ამისა, პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)