03:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 11:55:19, 1094 ნახვა

მსოფლიო
სერგეი რიაბკოვი: ნატო-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას შევეგუებით

ნატო-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთისა და ფინეთის ამ ბლოკში შესვლას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რიაბკოვმა აღნიშნა,რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოება არ გაძლიერდება.

„ჩვენთვის ნათელია, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად შვედეთის უსაფრთხოება, ისევე როგორც ფინეთი, არ გაძლიერდება. რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატოს ამ ზოგადი კონფიგურაციის ცვლილების შემდეგ, ეს ცალკე საკითხია. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იქნება, პრაქტიკული თვალსაზრისით, ალიანსში ფინეთისა და შვედეთის მოსალოდნელი გაწევრიანების შედეგი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო გარკვეული ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ორგანიზაციაში მიღებასთან დაკავშირებით კომპრომისზე უარს ამბობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics