|
2022-05-16 11:09:04, 2805 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბელარუსმა სამხედრო ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა
თვის დასაწყისში სავარჯიშო აქტივობების შემდეგ, ბელარუსმა გამოაცხადა სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგების შესახებ უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ასევე საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების საწვრთნელ პოლიგონებზე ქვეყნის დასავლეთში,- ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს. დაზვრევის ინფორმაციიით, ვარაუდების მიუხედავად, ბელორუსის ძალები ამ დრომდე უშუალოდ კონფლიქტში არ მონაწილეობენ. „ბელორუსის ჯარების არსებობა საზღვართან, სავარაუდოდ, შეზღუდავს უკრაინულ ჯარებს, ამიტომ ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად. თუმცა, ბელორუსის ტერიტორია გამოიყენებოდა, როგორც დამდგმელი პუნქტი რუსეთის თავდაპირველი წინსვლისთვის კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. რუსეთმა ასევე განახორციელა საჰაერო გაფრენები და სარაკეტო დარტყმები ბელორუსიდან.“- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. გარდა ამისა, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშენკო, სავარაუდოდ, აბალანსებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა დასავლეთის სანქციების, უკრაინის შურისძიების და ბელორუსის სამხედროების შესაძლო უკმაყოფილები რისკი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)