13:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 17:41:11, 1213 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი: პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა - აცხადებს კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე აღნიშნავს, რომ პატრიარქის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ არის საჭირო, ამიტომ მიხეილ სააკაშვილისა და ილია II- ს შეხვედრა არ შედგება.

"პატრიარქი შეხვდა პრემიერს, არა არის აუცილებელი რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ ამ საუბრის. შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ადამიანი ამისთვის,ოჯახის წევრიც, საზოგადოებაც. ასე რომ ყველაფერი კარგად არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე, ნუ რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. არ არის საჭირო ხელოვნურად პატრიარქის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში"- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

 შეგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics