06:51 - 01 May, 2026
|
2022-05-15 15:45:14, 2712 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიზ თრასი: ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას არტილერია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ
ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, რათა დაეხმარონ მას რუსეთის შეკავებაში.ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა ბერლინში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატომ უნდა შეინარჩუნოს თავისი ღია კარის პოლიტიკა ახალი წევრების მიღების მიმართ. „პუტინმა უკრაინაში მდგრადი მარცხი უნდა განიცადოს, რუსეთი უნდა იყოს შეკავებული და ასეთი აგრესია აღარასოდეს განმეორდეს. უკრაინის უსაფრთხოება უნდა მომდინარეობდეს იმით, რომ მან შეძლოს თავის დაცვა. ნატო-ს ქვეყნებამ უკრაინას არტილერია, წვრთნა და საჭირო ცოდნა უნდა მიაწოდონ. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არსებითია. ფინეთი და შვედეთი გააძლიერებენ ალიანსს და მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ლიზ თრასმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)