|
2022-05-14 13:29:49, 1042 ნახვა
მსოფლიო
მარგარიტის შინასი - ევროკომისია რუსეთის აქტივების კონფისკაციას გაამარტივებს
ევროკომისია აპირებს გაამარტივოს რუსული აქტივების კონფისკაცია, რომლის მფლობელები სანქციების ქვეშ მოექცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Welt-ი ავრცელებს. მათი თქმით, პროცესი რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების განხორციელების დასაჩქარებლადაა გამიზნული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი ცდილობს გააძლიეროს მუშაობა უკრაინის ომში ჩართული რუსი და ბელორუსიელი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. „ევროკომისია მალე წარუდგენს წინადადებას კონფისკაციისა და აქტივების დაბრუნების არსებული საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზაციის შესახებ, რათა გააძლიეროს ეროვნული ხელისუფლების უფლებამოსილებები კრიმინალური შემოსავლების ძიების, გაყინვის, კონფისკაციისა და მართვის მიზნით“, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა. მისი თქმით, დღეს ევროკავშირში სანქცირებული პირების ქონება 139 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, საიდანაც მხოლოდ ერთი პროცენტია ჩამორთმეული. აქტივების აღდგენის ოფისებს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანაში უნდა მიეცეს გაძლიერებული უფლებამოსილება მათი აღმოჩენის მიზნით. ევროკომისიის ახალ გეგმებს ასევე შეუძლია დაეხმაროს სანქციების გამკაცრებას ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. „ჩვენ ვხედავთ ძალიან კონკრეტულ მაგალითს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაყინვა და კონფისკაცია ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით რუსებისა და ბელორუსების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან“, - დასძინა შინასმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის სასამართლოების გადაწყვეტილებით მიიღო კანონი რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)