|
2022-05-14 12:35:12, 10990 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვს
ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვს. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მათივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ, გაყალბებული რეფერენდუმების ჩატარება იყო. „რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ, გაყალბებული რეფერენდუმების ჩატარება იყო, რათა უკრაინის რეგიონების უმრავლესობა პრორუსული ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცეს. თუმცა რუსეთის მხრიდან მხოლოდ პრორუსული ადგილობრივი ხელმძღვანელობის დანიშვნა მისი ოპერაციის წარუმატებლობაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)