|
2022-05-13 21:50:14, 1915 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დეტალური დაკითხვა დაიწყეს
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დეტალური დაკითხვა დაიწყეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს. მისივე თქმით, ოკუპანტები ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ მათი მშობლები ტყუილში დაიჭირონ. "მარიუპოლიდან ბოლოს ევაკუირებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვაც დაიწყეს. მშობლების თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ, იწყებენ მათ დაკითხვას დეტალებთან დაკავშირებით. რუსები ცდილობენ, რომ ბავშვების მშობლები ტყუილებში გამოიჭირონ" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)