|
2022-05-13 13:17:03, 1340 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში რუსებთან თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც საკუთარ თავს პუტინს უწოდებდა
უკრაინის ქალაქ ოდესაში დააკავეს დამპყრობლებთან თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც მობილურ აპლიკაციებში თავს ვლადიმერ პუტინს უწოდებდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოდესის ოლქის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა განუცხადა. მისივე თქმით, 12 მაისს კურსკაიას ქუჩაზე მოპედი გააჩერეს, რომლის მძღოლმაც ეჭვი გამოიწვია. ჩხრეკის შემდეგ, მამაკაცის ტელეფონზე აღმოაჩინეს უამრავი "ტელეგრამ" არხი აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერის პროპაგანდით, ისევე როგორც რუსული მედია.
უკრაინის საპატრულო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ მამაკაცი ყველა მობილურ აპლიკაციაში საკუთარ თავს "ვლადიმერ პუტინს" უწოდებდა. ბრალდებულს შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ. როგორც უკრაინული იტყობინება, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ცდილობდა გამოეყენებინა კრიმინალები ოდესის რეგიონში სიტუაციის შერყევის მიზნით. სამართალდამცავებმა მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)