|
2022-05-12 14:07:51, 1386 ნახვა
მსოფლიო
გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინელ ხალხს ატლანიკურმა საბჭომ პრემია მიანიჭა
გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინელ ხალხს ატლანიკურმა საბჭომ პრემია მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ატლანტიკური საბჭო Twitter-ით ავრცელებს. ცერემონიის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც უკრაინელი ხალხის სახელით ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინელების გმირობას ხედავს, უნდა ახსოვდეთ ისც, რომ ამ სიმამაცის უკან ათასობით რეალური ისტორია, სახელი და გმირი დგას. ვიდეომიმართვაში ზელესნკიმ, კონკრეტული სამხედროების, ექიმებისა და ბავშვების გმირობის მაგალითზე ისაუბრა. მათ შორის იყო 7 წლის ვარია, რომელიც ფულს ტელეფონისთვის აგროვებდა, მაგრამ სამხედროებს ბრონიჟილეტების საყიდლად მისცა. 15 წლის გოგონა ლუგანსკიდან, რომელიც ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს, თუმცა მაინც შეძლო ავტომობილის მართა და 4 დაჭრილი ადამიანის უსაფრთხო ადგილას გაყვანა. „არ შეგეშინდეთ, ჩამოდით უკრაინაში და ათასობით ასეთი ისტორიის მოისმენას შეძლებთ უკრაინელებზე. ჩახედეთ მათ თვალებში, ჩამოართვით ხელი და ნახავთ, რომ ამ ყველაფერს ჯილდოს გამო არ აკეთებენ. დაინახავთ, რომ მათ არა მხოლოდ ჯილდოები, არამედ დახმარება - იარაღით, ტექნიკით, ფინანსებითა და სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ სჭირდებათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)