|
2022-05-12 12:51:25, 987 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩერნიგოვში, ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკიზე რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 3 ადამიანი, 14 კი დაშავდა
ჩერნიგოვის ოლქში მდებარე ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკიზე რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს, რა დროსაც დაიღუპა 3 ადამიანი, 14 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ნოვგოროდ-სევერსკის საქალაქო საბჭოში განუცხადეს. თემის თავმჯდომარის, ლუდმილა ტკაჩენკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია და სხვა საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია. ზოგიერთი დაზარალებული კი, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა უტარდებათ. ”მტრის სამიზნეები იყო სკოლები, ამავდროულად, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა მიმდებარედ მდებარე შენობები - RGA-ს შენობა, კულტურის სახლი, საავადმყოფო, სამედიცინო კოლეჯის ჰოსტელი და სხვა”, - დააზუსტა მან. ცნობისთვის, ჩერნიგოვის რაიონში, ღამით რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა ნოვგოროდ-სევერსკზე . შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)