|
2022-05-12 09:55:28, 1446 ნახვა
ომი უკრაინაში
ვიტალი კლიჩკო - კიევი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა, შეტაკევა ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს
უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკომ შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ კიევზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. ამის შესახებ მან CNN-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რომ “ეჭვგარეშეა” რომ კიევი კვლავ რუსეთის "მთავარი სამიზნეა". “ამ ეტაპზე, თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა ვღელავთ, და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი მებრძოლეები დაგვიცავენ, მაგრამ რისკი მაინც არსებობს და ჩვენი პარტნიორების გარეშე, შეერთებული შტატების გარეშე, ევროპის ქვეყნებიდ გარეშე, ვერ გადავრჩებით”,- განაცხადა კლიჩკომ. ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც კიევში ბრუნდებიან, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. “ყველას ვეუნები, რომ მაპატიე, მაგრამ შენი პირადი რისკია, ჩვენ გარანტიას ვერ მოგცემთ. სანამ ომი მინდინარეობს, ვერცერთი უკრაინელის გარანტორი ვერ ვიქნებით”,- ამბობს კიევის მერი. კლიჩკომ ასევე დასძინა, რომ შეტაკევა “ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს”. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)