|
2022-05-11 22:54:29, 1571 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - წარმოუდგენელია მოლაპარაკებები მაშინ როცა ყოველდღე ახალი ბუჩა ჩნდება
წარმოუდგენელია მოლაპარაკებები მაშინ როცა ყოველდღე ახალი ბუჩა ჩნდება - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით, ყოველდღე უფორ იზრდება სისასტიკის სიმძაფრე. " ყოველ ახალ ბუჩასთან, ყოველ ახალ მარიუპოლთან, ყოველ ახალ ქალაქთან ერთად, სადაც ათეულობით მკვდარი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველ ახალ სისასტიკესთან ერთად, მოლაპარაკების სურვილი და შესაძლებლობა ქრება, ისევე, როგორც ამ საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა." - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)