2022-05-11 22:31:34, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრონოთ ჩვენს სახელმწიფოს
ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მიწას. - ამის შესახევ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ომი მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს.
"ომი უკრაინელი ხალხისთვის დასრულდება მაშინ, როდესახ ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. გულწრფელად ვამბობ - ძალიან ბევრი არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ სახელმწიფოს, ჩვენს მიწას".- განაცხადა ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,